
|
Copyright © AIDS Center 2006 |
აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის კოინფექციია 2006 წლის 7 დეკემბერს სასტუმრო VIP VICTORIA -ში გაიმართა ,,აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის კოინფექციის” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ბ-ნი მასუდ დარა - KNCV - უფროსი კონსულტანტი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამუშაო ჯგუფის წევრები შიდსის ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდიდან, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომა”-დან, ასოციაცია ექიმები საზღვრებს გარეშე, სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაცია. სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა: აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების კოორდინირებული მუშაობის შეფასება, მათ შორის კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება, თანამშრომლობაში არსებული სუსტი მხარეების გამოვლენისა და აღმოფხვრის გზით. აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის კოინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მისი ეფექტური განხორციელების გზების ძიება. უცხოელმა ექსპერტებმა გააკეთეს მოხსენება, სადაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მუშაობის გეგმა და ისაუბრეს ამ დარგში არსებულ ძირითად პრობლემებზე. ბატონმა მასუდ დარამ, რომელიც წამყვანი სპეციალისტია აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კოინფექციის სფეროში. ისაუბრა ორ პროგრამას შორის კოლაბორაციის გაძლიერების გზებზე და მექანიზმებზე. ხოლო ბატონმა ერსინ ტოფჩუოღლუმ საკმაოდ ორიგინალური მოხსენება გააკეთა მონიტორინგისა და შეფასების სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ. უცხოელმა ექსპერტებმა კმაყოფილება გამოთქვეს აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამას შორის უკვე არსებული თანამშრომლობის შესახებ. განაცხადეს, რომ მზად არიან კვლავაც აქტიურად ითანამშრომლონ არსებულ სამუშაო ჯგუფის წევრებთან და სიამოვნებით მიიღებენ ჯგუფის წევრების საქმიან წინადადებებს. შეხვედრაზე შემუშავდა სტრატეგიული გეგმა, რომელიც საჭიროებს შემდგომ დახვეწას. შეფასდა არსებული სიტუაციის სუსტი და ძლიერი მხარეები, დაისახა სამომავლო პერსპექტივები. |