
|
Copyright © AIDS Center 2006 |
მსოფლიო ლიდერებმა განსაზღვრეს შიდსთან ბრძოლის თამამი ახალი მიზნები 2015 წლამდე პერიოდისთვის
შეხვედრაზე შეფასდა აივ/შიდსთან 30 წლიანი ბრძოლის შედეგები, არსებული პრობლემები და გამოწვევები და დაისახა მომავალი სამოქმედო სტრატეგიები. პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა შეხვედრის მონაწილეთა წინაშე ბ-ნი გ. წერეთელი. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე შიდსთან ბრძოლის საქმეში. გენერალურმა ასამბლეამ მიიღო აივ/შიდსის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც განსაზღვრავს აივ/შიდსის წინააღმდეგ ქვეყნების საპასუხო საქმიანობას უახლოესი 5 წლის განმავლობაში, 2015 წლამდე და პრაქტიკულად არის აივ/შიდსის სამოქმედო გეგმა 2011 – 2015 წლებში. 2011 წლის 8-10 ივნისის პოლიტიკური დეკლარაციით, მსოფლიო ლიდერების მიერ განისაზღვრა თამამი ახალი მიზნები შიდსთან ბრძოლის საქმეში 2015 წლამდე პერიოდისთვის. ესენია:
დეკლარაცია არის მძლავრი, ხოლო მიზნები გაწერილია დროში და განსაზღვრავენ მკაფიო სამუშაო საგზაო რუქას არა მარტო უახლოესი 5 წლისთვის, არამედ უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვისაც – განაცხადა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ იოზეფ დაისმა.
|