title

           





Copyright © AIDS Center
2006

შეხვედრა შიდსის თემაზე

2008 წლის 10-11 ივნისს აშშ, ქალაქ ნიუ იორკში, გაეროს ცენტრალური ოფისში გაიმართა მაღალი რანგის შეხვედრა აივ ინფექცია/შიდსის თემაზე. შეხვედრაზე განხილეს ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია 2001 წლის აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლის დეკლარაციის მიხედვით ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისათვის და 2006 წლის აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლის პოლიტიკური დეკლარაციის მიხედვით.

შეხვედრას ესწრებოდა გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები გაეროს წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ სამოქალაქო გაერთიანებას და გაეროს სააგენტოებს, ფონდებისა და პროგრამების წარმომადგენლებმა განიხილეს არსებული პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა 2010 წლისათვის უნივერსალური ხელმისაწვდომობის მისაღწევად. შეხვედრაზე მსჯელობა ძირითადად ფოკუსირებული იყო მიღწეულ პროგრესზე, ამ პრობლემების გადაჭრის შესაფერისი გზის მოძებნაზე.

გენერალური ანსამბლეის პრეზიდენტმა მისმა აღმატებულება სრჟდან კერიმ თავის დასკვნით სიტყვაში თქვა: “ისტორია განსჯის რამდენად ეფექურად გავიზარდეთ შიდსის პრობლემის წინაშე. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ გლობალური საპასუხო ღონისძიებების დინამიკა”.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბატონმა პან კი-მუნ მა წარმოადგინა ანგარიში იმ პროგრესის შესახებ, რომელიც მიღწეულია 2001 წლის აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლის დეკლარაციის მიხედვით ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისათვის და 2006 წლის აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლის პოლიტიკური დეკლარაციის მიხედვით. მან შეხვედრაზე თქვა: “ჩვენი მიზანი ამჟამად არის განვაგრძოთ ის რაც წამოვიწყეთ, აღმოვფხვრათ არსებული ხარვეზები და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა მომავალი წლებში. ამის მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თუ ჩვენ შევინარჩუნებთ და გავზრდით ჩვენს პასუხისმგებლობას და დაფინანსებას”.

მაღალი დონის ანგარიშგების აუცილებლობა, განსაკუთრებით იმ სახსრებთან დაკავშირებით, რომლებიც მოიხმარება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ. აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის პროგრამების ადაპტირების საჭიროება ადგილობრივი თავისებურებების მიხედვით და პრევენციის ეფექტური პროგრამების უკმარისობა მაღალი რისკის ჯგუფებისათვის: კომერციული სექს მუშაკები, ჰომოსექსუალი მამაკაცები, ტრასნსექსუალი პოპულაცია და ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები.

გაეროს პროგრამების როლი აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლაში ქვეყნების მიერ აღიქმება როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. უმრავლესობა აღიარებს გაეროს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებების შეთანხმებული და თანმიმდევრული წარმართვისათვის 2010 წლის მიზნების მისაღწევად.

ქვეყნები მოწოდებული იქნენ UNAID-ის მიერ, გააძლიერონ აივ ინფექციის პრევენციული ღონისძიებები, რომ უკეთ იმოქმედონ ადგილობრივ სიტუაციაზე და ასევე გააძლიერონ მხარდაჭერა არვ მკურნალობის პროგრამების მიმართ. ბევრი ხაზს უსვავს არვ მკურნალობის მნიშვნელოვან ზრდას უკანასკნელ პერიოდში, მაგრამ აგრეთვე აღიარებს, რომ თუ პრევენციული ღონისძიებები არ იყო სათანადოდ შენარჩუნებული მაშინ ამ მიღწეული წარმატების შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნება. UNAID – ის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ პოიტმა შეხვედრის დროს გააკეთა შემდეგი შენიშნვნა: “ჩვენ არ შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსავალი ამ ეპიდემიიდან, რადგან ყოველი ორი მკურნალობაზე აყვანილი ადამიანის უკან იგულისხმება ხუთი ახალი აივ ინფექციის შემთხვევა. თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ ეხლავე მკურნალობის მომლოდინეთა რაოდენობა იმდენად გაიზრდება, რომ ძალიან რთული გახდება უნივერსალურ ხელმისაწვდომობასთან მიახლოება”.

შეხვედრის მონაწილეებმა აივ ინფექცია/შიდსი აღიარეს არა მხოლოდ, როგორც საზოგადოებრივი ჯადაცვის პრობლემა, არამედ როგორც პრობლემა, რომელსაც ესაჭიროება მრავალმხრივი მიდგომა. აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ მასობრივი პასუხი ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. ადამიანთა უფლებები და გენდერული საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია აივ ინფექცია/შიდსის წინააღმდეგ ეფექტური პასუხისათვის. ლიდერობა და პოლიტიკური ანგარიშგება ხაზგასმულია, როგორც უმნიშვნელოვანესი ნაწილი გადაწყვეტილებების მიღებისას.