
|
Copyright © AIDS Center 2006 |
Dr LEE Jong-wook-ის მემორიალური პრემიის შესარჩევი კომიტეტის დასკვნა
ის ახორციელებს პიონერულ (ნოვატორულ) საქმიანობას შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტების სფეროში, განსაკუთრებით სამეცნიერო კვლევაში, მკურნალობის, პრევენციისა და კონტროლის საკითხებში. მან უზრუნველყო ქვეყანაში ანტირეტროვირუსული მკურნალობისა და აივ ინფექცია/შიდსის დედიდან ბავშვზე გადაცემის პროფილაქტიკის უნივერსალური ხელმისაწვდომობა. ცენტრში დანერგილია მოლეკულური კვლევის ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მეთოდები. ცენტრი უმაღლეს დონეზე უზრუნვეყოფს ავადმყოფთა მკურნალობას, სამედიცინო განათლებას და ბიოსამედიცინო კვლევებს აივ ინფექცია/შიდსისა და სხვა ინფექციური დაავადებების დარგში. ქვეყნის ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, ცენტრში შეიქმნა თანამედროვე, ყოვლისმომცველი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სისტემა, მათ შორის აივ ინფექციის და B და C ჰეპატიტების მოლეკულური ეპიდემიოლოგიის საკითხებში. ცენტრს განსაკუთრებული მიღწევები აქვს მწვავე/ახალი HCV ინფექციის კვლევის და ასიმპტომური HCV ინფექციის ახალი ფორმების გამოვლენისა და შესწავლის საქმეში. ცენტრმა უდიდესი როლი ითამაშა აივ/შიდსის ნაციონალური სტრატეგიის შემუშავებაში.
კვლევის შედეგები ქვეყნდება რეცენზირებად ჟურნალებში და ხსენდება საერთაშორისო ფორუმებზე. იხილეთ ლინკები: http://www.who.int/mediacentre/multimedia/2009/wha62/en/index7.html http://www.koreatimes.co.kr/www/news/special/2009/08/178_45309.html http://www.who.int/governance/awards/lee/en/ http://www.who.int/governance/awards/lee/statutes/en/
|