
|
Copyright © AIDS Center 2006 |
2009 წლის 12-14 ოქტომბრის სამუშაო შეხვედრა ა.წ. 12-14 ოქტომბერს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს მხარდაჭერით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა “აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის თანამედროვე საკითხების” შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული იყო ლონდონის “როიალ ჰოსპიტალის” პროფესორი ქ-ნი ანა-მარია ჯერეტი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია აივ ინფექცია/შიდსის საკითხებში. შეხვედრაში მონაწილეობდა 20 ექიმი როგორც თბილისის, ისე რეგიონული შიდსის სამკურნალო ცენტრებიდან. ღონისძიების მიზანი იყო აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობისა და მართვის საკითხების ირგვლივ უახლესი ინფორმაციის გაცნობა და საინტერესო შემთხვევების გარჩევა.
|