
|
Copyright © AIDS Center 2006 |
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღისადმი ჩატარებული აქცია
"მზე ყველას თანაბრად გვათბობს""ბუკიას ბაღი" (13:00 – 16:00)საზოგადოებრივმა გაერთიანება "ბემონმა" და აღმოსავლეთ-დასავლეთის შიდსის ფონდმა (AFEW, Netherlands), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 15 მაისს, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდთან ერთად მოაწყო ღონისძიება – `მზე ყველას თანაბრად გვათბობს~, რომელიც მიეძღვნა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს. აქციას ასევე ესწრებოდნენ შიდსის ცენტრის, ორგანიზაცია "რეალური ხალხი – რეალური ხედვა" და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. `ბუკიას ბაღის~ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ ადამიანების ფიგურებზე, აივ ინფიცირებულებისა და შიდსით დაავადებულთა ისტორიები იყო განთავსებული; აქციის მონაწილეებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ამ ისტორიებს; მოხალისეები მათ უხსნიდნენ ამ დღის მნიშვნელობას, აწვდიდნენ აივ/შიდსის შესახებ ინფორმაციას, ურიგებდნენ აივ/შიდსის შესახებ საინფორმაციო მასალებს. აქციაში მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქარი – მცირე ზომის კაქტუსები, რომელიც მათ ყოველთვის გაახსენებს ამ დღეს და აივ/შიდსთან დაკავშირებულ პრობლემებს. აქციამ საშუალება მოგვცა, პატივი მიგვეგო შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნისთვის; გამოგვეხატა მხარდაჭერა აივ/შიდსით დაავადებულთა მიმართ; წვლილი შეგვეტანა აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში.
|