title

           





Copyright © AIDS Center
2006

ტრეინინგი - COH მეთოდოლოგია

ა.წ. 12-15 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ `რეალური ხალხი, რეალური ხედვა~ პარტნიორების World Vision, New Vision მხარდაჭერით, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, ასევე აივ ინფიცირებულთა და სასულიერო პირების მონაწილეობით ბათუმში ჩაატარა ტრეინინგი COH მეთოდოლოგიის შესახებ. COH მეთოდოლოგია ითვალისწინებს სასულიერო პირთა მიერ აივ ინფიცირებულთა სულიერ და მორალურ მხარდაჭერას, მათ ინფორმირებას აივ/შიდსის შესახებ და ამ დაავადებასთან ასოცირებული სტიგმა/დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ მიდგომებს.

ტრეინინგის მიმდინარეობის დროს მონაწილეებს მიეწოდათ საინფორმაციო მასალები აივ/შიდსის გავრცელებაზე მსოფლიოსა და საქართველოში, ნაჩვენები იყო ფილმები დაავადების განვითარების შესახებ. სასულიერო პირებს განემარტათ COH მეთოდოლოგია. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა სასულიერო პირთა ავტორიტეტის უპირატესობების და მრევლთან ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ.

ტრეინინგის პირველ დღეს მონაწილეთა ურთიერთდამოკიდებულება საკმაოდ ფრთხილი იყო, მაგრამ დისკუსიისა და საუბრების დროს თანდათანობით გაიზარდა ერთმანეთის მიმართ ნდობა და გაჩნდა ურთიერთდახმარების სურვილი. იმდენად კეთილგანწყობილი გარემო შეიქმნა, რომ ბევრმა აივ ინფიცირებულმა ტრეინინგზე აღიარა თავისი სტატუსი, გულახდილად ისაუბრეს თავიანთ პრობლემებზე სასულიერო პირებთან. საუბრის დროს იმსჯელეს ინფიცირებულთა საჭიროებებზე, ყოფით პრობლემებზე, გარემოზე სადაც ცხოვრობენ, პაციენტის უფლებებზე, ჯანდაცვის სერვისის მიღების პრობლემაზე რეგიონებში, ინფორმაციების ნაკლებობაზე, სტიგმაზე და საზოგადოებაში ინფიცირებულთა ინტეგრაციაზე.

სასულიერო პირებმა დადებითად შეაფასეს სამუშაო შეხვედრა. აღნიშნეს, რომ ტრეინინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი, და შემდგომში აქტიურად გამოიყენებდნენ შეძენილ ინფორმაციას მრევლთან ურთიერთობის დროს. მათ ასევე, გამოთქვეს მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის, ინფიცირებულებული პირების თანადგომის და სულიერი დახმარების სურვილი. ისინი ეცდებიან, რომ თავიანთ ეპარქიებში სხვა სასულიერო პირებიც დააინტერესონ აივ/შიდსის და ინფიცირებულთა პრობლემატიკით. სემინარში აქტიურად მონაწილეობდნენ პარტნიორი ორგანიზაციებიც.

არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაცია

"რეალური ხალხი, რეალური ხედვა"
ხელმძღვანელი

ლაშა თვალიაშვილი