title

           





Copyright © AIDS Center
2006

საერთაშორისო სემინარი “აივ ინფიცირებული ბავშვების რეინტეგრაცია და ფსიქო-სოციალური დახმარება”

2010 წლის 7-19 აპრილს ქ. ხაიფაში, ისრაელი, გაიმართა საერთაშორისო სემინარი “აივ ინფიცირებული ბავშვების რეინტეგრაცია და ფსიქო-სოციალური დახმარება”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ MASHAV–ის ცენტრი, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და UNAIDS - გაეროს შიდსის პროგრამა. აივ ინფექცია/შიდსის თემაზე სემინარები ყოველწლიურად ეწყობა და მასში სხვა ქვეყნების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას ღებულობენ ქართველი ექიმები, იურისტები, ფსიქოლოგები, ჟურნალისტები, სოციალური მუშაკები და სხვ. წელს საქართველოს დელეგაცია MASHAV-ის კონფერერენციაზე წარმოდგენილი იყო ექიმების, იურისტისა და ფსიქოლოგის მიერ.

საქართველოს დელეგაცია:

ნინო ბადრიძე – შიდსის ცენტრი

ლოლიტა შენგელია – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მარიამ ჩოხელი – ა/ო “კონსტიტუციის 22-ე მუხლი”

ირინა ნორაკიძე – ა/ო “თანადგომა” აფხაზეთი

შოთა მახარაძე – საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა” ბათუმი

მაია ცინცაძე – შიდსის ცენტრი

სემინარში აგრეთვე მონაწილეობდნენ რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ლატვის, უზბეკეთის აივ ინფექცია/შიდსის დარგში მომუშავე სპეციალისტები.

სემინარის ფარგლებში დაგეგმილი იყო გასვლითი შეხვედრები, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავი იყო “Rambam”–ის და “Meir”–ის კლინიკების, მისი წამყვანი სპეციალისტების და “ოცნების ექიმების” – სამედიცინო კლოუნების მუშაობის გაცნობა.

“Rambam”–ის კლინიკა

“Meir”–ის კლინიკა

სემინარის შემაჯამებელ შეხვედრაზე ქვეყნების მიხედვით წარმოგდენილი იქნა მომავალი მუშაობის პროექტები. საქართველოს დელეგაციის სახელით მოხსენება გააკეთა შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგემ - ნინო ბადრიძემ.

სემინარის დახურვის ცერემონიას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ესწრებოდა ისრაელში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი ბატონი ალექსანდრე ყიფიანი, რომელმაც გადმოგვცა სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. ასევე სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით MASHAV–ის ცენტრს.