title

           





Copyright © AIDS Center
2006

გლობალური ფონდის განაცხადთა მიღების მე-7 რაუნდი

შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო გაცნობებთ, რომ შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურმა ფონდმა გამოაცხადა განაცხადთა მიღების მე-7 რაუნდი. ვინაიდანაც საქართველოდან მე7 რაუნდში წარდგენილ იქნება მხოლოდ შიდსის განაცხადი, მოვუწოდებთ შიდსის პრობლემებზე მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოში განსახილველად შესაბამისი პროექტების წარმოდგენისაკენ. იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილ პროექტებში ასახული იქნება ქვეყანაში, აღნიშნულ დაავადებასთან მიმდინარე ბრძოლის პრიორიტეტული მიმართულებანი და სამოქმედო გეგმა წარმოაჩენს დასახული მიზნების მიღწევისათვის საჭირო ეფექტურ გზებს, პროექტი საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გახდეს გლობალური ფონდის მე-7 რაუნდში წარსადგენი განაცხადის შემადგენელი ნაწილი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის სათაო ოფისის ინტერნეტ–გვერდი. პროექტის განაცხადის შეტანა უნდა მოხდეს სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში.

პროექტის წარდგენის ბოლო ვადა – 08.06.2007; 15:00-მდე

გლობალური ფონდის სათაო ოფისის ინტერნეტ-გვერდის მისამართი: www.theglobalfund.org

სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მისამართი: პეკინის ქ. 30; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მე-4 სართული, ოთახი 401.