
|
Copyright © AIDS Center 2006 |
ტრენინგ-ვორქშოპი HIV/HCV და HIV/HBV კო-ინფექციების კლინიკური მართვის საკითხზე თბილისში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით 23-25 ნოემბერს ჩატარდა ვორქშოპი HIV/HCV და HIV/HBV კო-ინფექციების კლინიკური მართვის საკითხებზე. აღნიშნული ვორქშოპის ჩასატარებლად სპეციალურად გერმანიიდან ჩამოვიდა ბონის უნივერსიტეტის პროფესორი – Jurgen Rockstroh, რომელიც ევროპასა და მსოფლიოში ერთერთი წამყვანი სპეციალისტია შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტების დარგში, ხოლო შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტების კო-ინფექციის საკითხში მსოფლიო ლიდერების სამეულში შედის. ვორქშოპში მონაწილეობდა 20 სპეციალისტი, მათ შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც თბილისის შიდსის ცენტრის, ისე რეგიონების, კერძოდ, ბათუმის, ზუგდიდის და ქუთაისის შიდსის ცენტრების ექიმები. პროფესორმა Rockstroh-მ წაიკითხა მოხსენებები. მონაწილეებმა მიიღეს განახლებული ინფორმაცია ვირუსული ჰეპატიტების მართვის, მონიტორინგის, ლაბორატორიული გამოკვლევის და მართვის შესახებ, აგრეთვე, HIV/HCV და HIV/HBV კო-ინფექციების კლინიკური მართვის თანამედროვე მეთოდებზე. სემინარის ფარგლებში ასევე მოსმენილი იქნა ადგილობრივი ექიმების მიერ მომზადებული კლინიკური შემთხვევების განხილვები, გაიმართა დისკუსია ინტერაქტიულ რეჟიმში. ამას გარდა, აღნიშნულ ვორქშოპზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის, როგორც მომავალი ტრენინგების, ისე ერთობლივი კლინიკური კვლევების ჩატარების თვალსაზრისით.
|