
|
Copyright © AIDS Center 2006 |
ვიზიტი შიდსის ცენტრში 24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით მთელს მსოფლიოში 1992 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. 2011 წელს 24 მარტს, ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის პირველი ლედის – ქალბატონი სანდრა რულოვსის ინიციატივით, საქართველოს ეწვია შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი მიშელ კაზაჩკინი. განხორციელდა რიგი ღონისძიებები:
შიდსის ცენტრში ვიზიტის დროს, ბ-ნი კაზაჩკინი გაეცნო ცენტრის საქმიანობას, მათ შორის, გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარეობასა და ამ პროექტების განხორციელებაში მიღწეულ წარმატებებს; მოინახულა ცენტრის ლაბორატორიული სამსახური და სტაციონარული განყოფილება; განხილულ იქნა 1 კლინიკური შემთხვევა.
|