title

           





Copyright © AIDS Center
2006

უსაფრთხო მომავალი – გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში

24 ოქტომბერს გაეროს სახლის საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, ერისთავის 9) გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით “ჯანმრთელობა და საერთაშორისო უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში” შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ შეხვედრაზე გაშუქებული იყო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი პრიორიტეტები დაავადებებთან ბრძოლაში:

  • ჯანმრთელობა, საერთაშორისო უსაფრთხოება, ქვეყნების საგარეო პოლიტიკა და დიდი რვიანის ქვეყნები.
  • ფინანსური რესურსების მოზიდვის აუცილებლობა ჯანდაცვის სფეროში.
  • აივ ინფექცია/შიდსი როგორც საზოგადოების მნიშვნელოვანი პრობლემა.
  • გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 21-ე საუკუნეში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ბატონმა ამირან გამყრელიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.