title

           





Copyright © AIDS Center
2006

ამერიკულ-ქართული სამუშაო შეხვედრა/კონფერენცია

2008 წლის 27-28-მაისს ქ. თბილისში სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა ამერიკულ-ქართული სამუშაო შეხვედრა/კონფერენცია.

“ინფექციური დაავადებების (აივ ინფექცია/შიდსის, ჰეპატიტებისა და ტუბერკულოზის) გავრცელების და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ურთიერთკავშირი და სამეცნიერო კვლევითი  პროგრამები”.

კონფერენციის ძირითადი მიზნები იყო:

  • ინფორმაციის მოპოვება ინფექციური დაავადებების; აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და ჰეპატიტების ეპიდემიოლოგიაში, პროფილაქტიკასა და ზედამხედველობაში. არსებული და მიმდინარე კვლევების ინიციატივების შესახებ.
  • ინფექციური დაავადებებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას შორის ურთიერთკავშირის დადგენა.
  • ფოგარტის ტრეინინგის პროგრამაში მონაწილეთა ხელმძღვანელობა ახალი კვლევითი წინადადებების, პუბლიკაციების და აკადემიური კარიერის განვითარებისათვის.
  • ინფექციურ დაავადებათა კვლევების პრიორიტეტების განსაზღვრა და კვლევების პროგრამის შედგენა საქართველოსათვის, მისი ინტეგრაცია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ სამედიცინო სწავლების პროგრამაში.

მონაწილეებს შეადგენდნენ ინფექციურ დაავადებებზე მომუშავე სხვადასხვა მკვლევარები და ექიმები საქართველოს ინსტიტუტებიდან, რომლებიც მონაწილეობენ და თანამშრომლობენ ფოგრატის პროგრამებთან. გარდა ამისა კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა მკვლევართა მუშაობის გაფართოებისათვის და მირებული შედეგების ანალიზის საფუძველზე მოხდება იმ სფეროების იდენთიფიკაცია, სადაც უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწავლების ახალი პროგრამების ჩართვა.

კონფერენციის მონაწილე ძირითადი ორგანიზაციები წარმოდგენილი იყო როგორც აშშ ასევე საქრთველოდან. აშშ; საერთაშორისო ტრეინინგებისა და კვლევის პროგრამა SUNY Downstate-ს სამედიცინო ცენტრი. ოლბანის და ემორის უნივერსიტეტები. საქართველო; ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის რეფერენს ლაბორატორია. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ ინფექციურ დაავადებებთან და ნარკომანიასთან ბრძოლაში.