title

           





Copyright © AIDS Center
2006

2009 წლის 16 მაისი - შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
"გავანათოთ ბილიკი უკეთესი მომავლისაკენ!"

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში აღინიშნა 1983 წელს ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს შიდსით დაავადებულებს და მათ ახლობლებს.

კვირას, 16 მაისს მთელი მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში მოეწყო "მსვლელობა შიდსის წინააღმდეგ". საქართველო მათ რიცხვს ჯერ კიდევ 1996 წელს შეუერთდა. შიდსით გარდაცვლილთახსოვნის საერთაშორისო დღე მოგვიწოდებს -არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ დაღუპულთა მოგონებით, არამედ აქტიურად ჩავებათ მოქმედებაშიაივ/შიდსის პროფილაქტიკის,მკურნალობის და შიდსთან ასოცირებული სხვა პრობლემების გადასაწყვეტად. საქართველოში ჯერ კიდევ არის შიდსის ეპიდემიის თავიდან აცილების შესაძლებლობა, ოღონდ საჭიროა ამ პრობლემის მიმართ უფრო სერიოზული ყურადღება, როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული ჩვენგანის მხრიდან.

შიდსის ცენტრი მოგიწოდებთ:

  • ვებრძოლოთ შიდსს და არა შიდსით დაავადებულებს!
  • ნუ გავრიყავთ შიდსის ვირუსით ინფიცირებულს ან შიდსით უკვე დაავადებულ ადამიანებს. გვახსოვდეს, რომ საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით შიდსის ვირუსი არ გადაეცემა;
  • საქართველოში 505 ადამიანი უკვე გარდაიცვალა შიდსით. მათი სიკვდილი გაფრთხილებაა თითოეული ჩვენთაგანისათვის.

 

გახსოვდეთ, შიდსი არ იკურნება,
ამიტომ ამ დაავადების თავიდან აცილება
მხოლოდ საკუთარი სიფრთხილით არის შესაძლებელი!

დამატებითი ინფორმაციისათვის
შეგიძლიათ დაგვირეკოთ
შიდსის ცხელ ხაზზე: 39 80 18