title

           





Copyright © AIDS Center
2006

სემინარი “აივ ინფექცია/შიდსის კლინიკური მენეჯმენტის საკითხები”

2008 წელი 30 სექტემბერი - 2 ოქტომბერი - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ჩატარდა სემინარი “აივ ინფექცია/შიდსის კლინიკური მენეჯმენტის საკითხები”. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პარიზელმა პროფესორმა კრისტინ კატლამამ.

პროფ. კატლამა არის შიდსის დარგში ნომერ პირველი სპეციალისტი ევროპაში და ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. ასევე, იგი ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების პრეზიდენტია და ამასთან, ძალიან საინტერესო პიროვნება.

მისი ჩამოსვლა საქართველოში სერიოზული მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის შიდსის საწინააღმდეგო სამსახურისთვის. პროფესორი კატლამა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა როგორც ქართველი ექიმების მომზადების დონით, ასევე ლაბორატორიული სამსახურის აღჭურვილობითა და ანალიზების შესრულების ხარისხით. პროფესორმა ქართველ სპეციალისტებს ჩაუტარა სემინარი შიდსის კლინიკური მენეჯმენტის საკითხებში, ასევე მან განიხილა თავისი პრაქტიკიდან საინტერესო კლინიკური შემთხვევები და ჩაატარა კონსულტაციები ცენტრში რეგისტრირებულ შიდსით დაავადებულ პაციენტებთან. განხილული იქნა ის საინტერესო შემთხვევები, როდესაც ანტირეტროვირუსული მკურნალობის შედეგად არ იქნა მიღებული მოსალოდნელი ეფექტი. ევროპელი სპეციალისტის პრაქტიკული რჩევები დაეხმარა ჩვენს მედიკოსებს გამოევლინათ ისეთი შემთხვევები, როცა პაციენტი არ იცავდა წამლების მირების რეჟიმს. მოხერხდა მათი დარწმუნება მკურნალობის სქემის ზედმიწევნით შესრულებაში, ასევე საჭიროების არსებობისას შეიცვალა მკურნალობის სქემები.



უკან დაბრუნება