
|
აივ ინფექციის გავრცელება საქართველოში მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფექცია/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების უკან დგას დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევა. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია. ![]() რამდენიმე წლის წინ უცხოელი ექსპერტები ქვეყანაში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით გვაფრთხილებდნენ, რომ საქართველოს შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია ემუქრებოდა. ეს განგაში განსაკუთრებით გაძლიერდა უკრაინასა და რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, სადაც ფაქტიურად ერთ წელიწადში აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების რაოდენობამ ორჯერ და მეტად მოიმატა. უცხოელი ექსპერტების პროგნოზი არ ეფუძნებოდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ვითარების საქართველოსა და ზოგადად კავკასიის ქვეყნებზე შესაძლო გავლენის ანალიზზე. ასეთი განცხადებების საფუძველს ქვეყნის შიგნით მოქმედი მთელი რიგი ფაქტორებიც იძლეოდა, კერძოდ, აივ/ინფექცია შიდსის გავრცელების ხელის შემწყობი ფაქტორები საქართველოში
აღნიშნულის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ საქართველოში აივ ინფექცია/ შიდსის ეპიდემია ახლა იწყებს ძალების მოკრებას. საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.
საქართველოში აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი საქართველოში 2012 წლის 1 თებერვლის მონაცემებით ინფექციური
პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: შიდსის ვირუსით ინფიცირების 3149 შემთხვევა შიდსი განუვითარდა 1943 პაციენტს, 696 გარდაიცვალა. 2012 წელს გამოვლინდა 34 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 1122 პაციენტი, მათგან 35 - ბავშვი. აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით
აივ ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით
საქართველოში გამოვლენილი აივ-ინფექციის ახალ შემთხვევათა დინამიკა წლების მიხედვით საქართველოში აივ ინფექციის გავრცელების თავისებურებანი ისეთივეა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. შიდსის გავრცელების უპირველეს რისკ-ჯგუფს აქაც ინექციური ნარკომანები წარმოადგენენ. მაგრამ, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, შიდსის ეპიდემია არ შემოიფარგლება მხოლოდ ნარკომანთა წრით, შიდსის შემდეგი მსხვერპლნი ნარკომანთა სქესობრივი პარტნიორები იქნებიან. შიდსის საფრთხე ყველას ემუქრება.
აივ ინფექციის გავრცელება მსოფლიოში
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი 15-დან 24 წლის ასაკზე მოდის. ამასთან, თუ ეპიდემიის დასაწყისში აივ ინფიცირებული მამაკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ინფიცირებული ქალების რაოდენობას, უკანასკნელ წლებში პროპორცია დაირღვა და 2002 წლიდან მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი ქალებმა და გოგონებმა შეადგინეს. სუბ-საჰარული აფრიკა კვლავ რჩება აივ ინფექცია/შიდსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონად. 2008 წელს სუბ-საჰარული აფრიკის ქვეყნებზე მოდიოდა მსოფიოში რეგისტრირებული აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების 67% და ახლადრეგისტრირებული შემთხვევების 68% მოზრდილებში და 91% ბავშვებში. 2008 წელს შიდსთან ასოცირებული სიკვდილის შემთხვევების 72 % დაფიქსირდა სუბ-საჰარული აფრიკის ქვეყნებში.მხოლოდ, სუბ-საჰარულ აფრიკაში შიდსის შედეგად დაახლოებით 12 მილიონ ბავშვს დაეღუპა ერთი ან ორივე მშობელი. აივ/შიდსის შემთხევების ზრდა განპირობებულია ერთის მხრივ ახლად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდით, მეორეს მხრივ კი მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობის ეფექტურობით, რომელიც ზრდის აივ ინფიცირებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს. 2008 წლის დეკემბრისთვის განვითარებად ქვეყნებში ანტირეტროვირუსულ მკურნალობას იღებდა 4 მილიონი აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული პირი. არვ მკურნალობაზე მყოფი პირების რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა ბოლო ხუთ წელიწადში. აივ/შიდსის ეპიდემიიის შეფასების სპეციალური მეთოდების მიხედვით მხოლოდ 2008 წელს სავარაუდოდ 2.7 მილიონი (2.4 მლნ-დან - 3.0 მლნ-მდე) ახალი აივ ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა მსოფლიოში და 2.0 მლნ შიდსით დაავადებული მოკვდა. უკანასკნელი წლების ეპიდემიოლოგიური მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ აივ ინფექცია/შიდსის გლობალური გავრცელების პიკი იყო 1996 წელს, როდესაც შეფასების მიხედვით 3.5 მილიონი ახალი აივ ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა მსოფლიოში, ხოლო 2008 წელს დაფიქსირდა 30%-ით ნაკლები აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევა ვიდრე 12 წლის წინ. აივ ინფექცია/შიდსის სიკვდილობის მონაცემები შესაბამება აივ ინფექცია/შიდსის სეროკონვერსიასა და სიმპტომებს შორის არსებული ხანგრძლივი პერიოდის და პიკს აღწევს 2004 წელს, როდესაც 2.2 მილიონი (1.9 მლნ. – 2.6 მლნ.) სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა. 2008 წელს შიდსთან ასოცირებული სიკვდილობა დაახლოებით 10%-ით ნაკლებია 2004 წელთან შედარებით. |