|
|
აივ ინფექციის გადაცემის გზები
|
როგორ გადაეცემა აივ ინფექცია?
არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:
|
 |
- დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ
პირთან;
- ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა
ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების
გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებისას
ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;
- ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების
შედეგად.
|
|
როგორ არ გადაეცემა აივ ინფექცია?
დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან:
|
- ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
- დახველებით , ცემინებით;
- საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
- საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
- საცურაო აუზით სარგებლობით;
- კოღოსა და მწერების ნაკბენით;
- აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო
გარემოში;
|
 |
ინფიცირებისაგან თავდაცვა
|
როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია?
სქესობრივი გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა.
|
- თავი შეიკავეთ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირებისაგან;
- იყავით ერთგული თქვენი სქესობრივი პარტნიორის;
- მოერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს ან უკიდურეს შემთხვევაში აუცილებლად
ისარგებლეთ პრეზერვატივით. როგორც ქალის, ისე მამაკაცის პრეზერვატივი პრევენციის
ეფექტური საშუალებაა ისეთი დაავადებისგან დაცვის, როგორიცაა: აივ ინფექცია,
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, B და C ჰეპატიტები, გონორეა, სიფილისი.
უმკურნალებელ შემთხვევაში სგგი მნიშვნელოვნად ზრდის აივ ინფიცირების რისკს.
სგგი-ს ადრეული დიაგნოსტიკას და მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
|
 |
|
როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია?
ინექციური გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა.
|
 |
- ისარგებლეთ მხოლოდ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცებით,
ნემსით;
- უარი ვთქვათ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ნარკოტიკის ინექციური
გზით მოხმარების შემთხვევაში არ ისარგებლოთ საერთო შპრიცით.
 |
|
როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია?
დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია.
|
 |
- საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ყველა ორსული უზრუნველყოფილია
აივ/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით, არვ მკურნალობითა
და მოვლით;
- აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2%
- მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება;
- ანტირეტროვირუსული თერაპია;
- საკეისრო კვეთა;
- სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.
|
|