იმუნოკორექცია და იმუნორეაბილიტაცია ვინაიდან აივ ინფექცია/შიდსის პათოგენეზის საფუძველს წარმოადგენს იმუნური სისტემის ღრმა დაზიანება, დაავადების მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა იმუნოკორექცია და იმუნორეაბილიტაცია. იგი გულისხმობს იმუნომოდულატორული საშუალებების გამოყენებას, ჩანაცვლებით თერაპიას იმუნოგლობულინური პრეპარატებით, აგრეთვე ლეიკოპოეზის და ერითროპოეზის მასტიმულირებელ მკურნალობას (გრანულოციტარული და ერითროციტარული რიგის მასტიმულირებელი ფაქტორები). |
|
Copyright © AIDS Center
|