Loading...
ლუბლიანას ქ. N70, 0159, თბილისი    
(+995) 557 252 784
   

 

2026 წლის 25-26 ივლისს, თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრში, გლობალური ფონდის პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „აივ ინფექციის ადრეული დიაგნოსტიკა და ეფექტიანი მართვა: მკურნალობის და პრევენციის სერვისები, აივ ასოცირებული სტიგმა/დისკრიმინაციის შემცირება“.

ტრენინგის ფარგლებში, ცენტრის წამყვანი სპეციალისტების მიერ - ა. აბუთიძე, ნ. ბადრიძე, მ. ცინცაძე, ქ. შერმადინი, ფ. გაბუნია, მ. ლომთაძე, გ. ხეჩიაშვილი - განხილულ იქნა:

ტრენინგის მიზანი იყო სამედიცინო პერსონალის ცოდნის და უნარების გაძლიერება, აივ ინფექციის ადრეული გამოვლენისა და მკურნალობაში დროული ჩართვის ხელშეწყობა, ჯანდაცვის სისტემაში სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება.

ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების (მ.შ. აივ/შიდსის დიაგნოსტიკის და მკურნალობის სერვისების მიმწოდებელი კლინიკების) წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან - კლინიკური მენეჯერები, ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები, ექიმი-ლაბორანტები, ინფექციის კონტროლის სპეციალისტები, და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა