თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
AIDS Center LOGO
სს თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
Transmission Transmission

 

აივ ინფექციის გადაცემის გზები

 

 

როგორ გადაეცემა აივ ინფექცია?

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:

დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;

ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;

ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

 

როგორ არ გადაეცემა აივ ინფექცია?

დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან:

ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;

დახველებით, ცემინებით;

საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;

საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;

საცურაო აუზით სარგებლობით;

კოღოსა და მწერების ნაკბენით;

აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში;

 

ინფიცირებისაგან თავდაცვა

როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია?

 

სქესობრივი გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა

თავი შეიკავეთ დაუცველი შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისაგან;

იყავით ერთგული თქვენი სქესობრივი პარტნიორის;

მოერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს ან უკიდურეს შემთხვევაში აუცილებლად ისარგებლეთ პრეზერვატივით. როგორც ქალის, ისე მამაკაცის პრეზერვატივი პრევენციის ეფექტური საშუალებაა ისეთი დაავადებისგან დაცვის, როგორიცაა: აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, B და C ჰეპატიტები, გონორეა, სიფილისი. უმკურნალებელ შემთხვევაში სგგი მნიშვნელოვნად ზრდის აივ ინფიცირების რისკს. სგგი-ს ადრეული დიაგნოსტიკას და მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

 

ინექციური გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა

ისარგებლეთ მხოლოდ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცებით, ნემსით;

უარი ვთქვათ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარების შემთხვევაში არ ისარგებლოთ საერთო შპრიცით.

 

დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია

საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ყველა ორსული უზრუნველყოფილია აივ/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით, არვ მკურნალობითა და მოვლით;

აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2% - მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება;

ანტირეტროვირუსული თერაპია;

საკეისრო კვეთა;

სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.