პალიატიური დახმარება გულისხმობს იმ პრობლემების დროულ გამოვლენასა და გადაწყვეტას, რომლებიც თან ახლავს განუკურნებელ დაავადებებს ტკივილისა და დაავადების სხვა გამოვლინებების შემსუბუქება, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი მხარდაჭერის აღმოჩენა, რომლის მთავარი მიზანია დაავადებულის და მისი ახლობლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
პალიატიური დახმარება – აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა კომპლექსური დახმარების აუცილებელი კომპონენტია: ტკივილი, დიარეა, ხველება, ჰაერის უკმარისობა, გულისრევა, სისუსტე, დაღლილობა, ცხელება, აზროვნების არევა – ეს არის დაავადების გამოვლინებები, რომლებთანაც უხდებათ შეხება ამ ადამიანებს.
ასეთი დახმარების გარეშე სიმპტომები მკურნალობის გარეშე რჩება, რაც ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებას. საზოგადოებისთვის კი პალიატიური დახმარების ნაკლებობა ვლინდება საავადმყოფოების გადატვირთვით და რესურსების არაეფექტური ხარჯვით.
პალიატიური მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ მკურნალობას და დახმარებას ტერმინალური მდგომარეობის დროს. მისი აღმოჩენა შესაძლებელია სახლის პირობებში, საავადმყოფოებსა და ჰოსპისებში. პალიატიური დახმარება აუცილებელია, თუ: