Loading...
ალ. ყაზბეგის გამზირი N16, 0160, თბილისი. საქართველო
(+995 32) 239-80-18
   

ჩვენს შესახებ

 

ჩვენს შესახებ

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი არის სათაო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის და სხვა ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის, ეპიდზედამხედველობის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის მომსახურებაზე და სამეცნიერო კვლევით საქმიანობაზე.“ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულმა ცენტრმა” დღეს არსებული სახით ჩამოყალიბებამდე ხანგრძლივი და პროგრესული გზა განვლო.

1989 წელს დაარსდა “შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის” სახით და დაარსების დღიდან სათავეში უდგას ბატონი თენგიზ ცერცვაძე.ცენტრი აღჭურვილი იყო სამეცნიერო კვლევითი და კლინიკური ლაბორატორიებით, სადაც ხდებოდა აივ ინფექცია/შიდსის და სხვა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა. წლების განმავლობაში ქვეყანაში აივ ინფექციის შემთხვევების ზრდის პარალელურად მიმდინარეობდა ,,შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის” განვითარება, ინერგებოდა უახლესი კვლევის ლაბორატორიული მეთოდები, კერძოდ:

1984 – ELISA and Immunophenotyping of CD3, CD4, CD8 lymphocytes

1985 – Western blot

1995 – Qualitative PCR (Polimerase Chain Reaction)

1996 – Quantitative PCR (Polimerase Chain Reaction)

1999 – HIV and HCV Genotyping

2004 – HIV Genotypic resistance testing

2001 წელს "შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრი" გაერთიანდა "ინფექციური პათოლოგიის ცენტრთან" და ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი”.,,სააქციო საზოგადოება, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” დაფუძნებულია ყოფილი სახაზინო საწარმოების “ინფექციური პათოლოგიის ცენტრის” და “შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის” ბაზაზე. იგი ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო დაწესებულებაა. ყოფილი სახაზინო საწარმო “ინფექციური პათოლოგიის ცენტრი” დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა 1953 წლიდან, ხოლო ყოფილი სახაზინო საწარმო “შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრი" - 1989 წლიდან. სააქციო საზოგადოება წარმოადგენს ყოფილი სახაზინო საწარმოების უფლებამონაცვლესა და სამართალმემკვიდრეს”.

ამჟამად ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე კვლევით-დიაგნოსტიკური ლაბორატორიებით აღჭურვილ ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკულ დაწესებულებას დსთ-ს ქვეყნებს შორის.

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა