Loading...
ლუბლიანას ქ. N70, 0159, თბილისი    
(+995) 557 252 784
   
Statistic Statistic

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

 

18 მაისი - შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

“Light the legacy: Remember. Advance. Act “

“გავაგრძელოთ ტრადიცია: გვახსოვდეს, ვიაროთ წინ, ვიმოქმედოთ”

 

AIDS

2026 წლის შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება თემით - „გავაგრძელოთ ტრადიცია: გვახსოვდეს, ვიაროთ წინ, ვიმოქმედოთ“, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ აივ/შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, არამედ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, სოლიდარობა გამოუცხადოს აივ/შიდსით მცხოვრებ ადამიანებს და პატივი მიაგოს მათ ლიდერობას, გამბედაობას, მკურნალობის, ღირსებისა და სამართლიანობისთვის მრავალწლიან ბრძოლასა და გამძლეობას, რომელიც თაობებს გასდევს.

ეს დღე მოგვიწოდებს ყველას, გამოვხატოთ თანადგომა და მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში აივ /შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.

ერთად ვიმოქმედოთ, რათა დავძლიოთ სტიგმისა და დისკრიმინაციის ბარიერები, დავიცვათ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა, ღირსება და უფლებები და 2030 წლისათვის დავასრულოთ აივ/შიდსის ეპიდემია.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად ქ. სან-ფრანცისკოში, 1983 წელს აღინიშნა. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ/შიდსით მცხოვრებ ადამიანებს და მათ ახლობლებს.

კვირას, 17 მაისს, მსოფლიო 43-ედ, ხოლო საქართველო 30-ედ აღნიშნავს ამ დღეს, და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას:

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია საქართველოში

დღეისათვის, მსოფლიო ეპიდემიოლოგიური ვითარების მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების მქონე ქვეყნებს, სტაბილური მაჩვენებლებით.

2026 წლის 17 მაისის მონაცემებით თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრში რეგისტრირებულია 11 761 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 8 827 მამაკაცია და 2 934 – ქალი; 2 552 პაციენტი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 194 ახალი შემთხვევა. არვ თერაპიას იტარებს 7285 პაციენტი.

აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:

აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მიხედვით – აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია ქ. თბილისში, შემდეგ კი - სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში.

ჩაიტარე ტესტირება და გაიგე შენი აივ სტატუსი!

ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა!

შიდსის ცხელი ხაზი: 557 252 784

მისამართი: ლუბლიანას ქუჩა N70

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა