ლაბორატორია
კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. ლაბორატორიაში დანერგილია კვლევის უახლესი მეთოდები.
ლაბორატორიაში სრულდება სისხლის, სეროზული სითხეების (თავ-ზურგტვინის, პლევრალური, ასციტური და სხვ.), შარდის კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევები.
ბიოქიმიური კვლევებისათვის გამოყენებული ავტომატური ანალიზატორი COBAS INTEGRA 400 plus, საშუალებას იძლევა მაქსიმალური სიზუსტით განისაზღვროს 60-ზე მეტი ბიოქიმიური მაჩვენებელი. არტერიული სისხლის კვლევა გაზებსა და ელექტროლიტებზე ხორციელდება ABL 80 ანალიზატორით.
ჰემოსტაზის გამოკვლევა ხდება HIMACLOT DUO აპარატის საშუალებით, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტით.
ჰემატოლოგიური კვლევები ტარდება SISMEX KX-21N აპარატით, ლეიკოციტურული ფორმულის დათვლა - მაღალი ხარისხის სინათლის მიკროსკოპით.
ლაბორატორიას მინიჭებული აქვს ISO 9001 : 2008 სერთიფიკატი, აგრეთვე BIO-DEV საერთაშორისო სერთიფიკატი.
გამოცდილება
ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები
გამოცდილება
ხარისხიანი
დადებითი
24 საათი