შიდსი საყოველთაო პრობლემაა. იგი ყველას ემუქრება განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ ეროვნებისა და მიეკუთვნется იმ დაავადებებს, რომელთა განკურნება თანამედროვე სამედიცინო საშუალებებით შეუძლებელია. ამიტომ აივ ინფექცია/ შიდსით დაავადების თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის სპეციფიური საშუალება ვაქცინაა, მაგრამ სამწუხაროდ, აივ ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინის შექმნა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ამ მიმართულებით მსოფლიოს საკმაოდ დიდი ფინანსური და ინტელექტუალური პოტენციალია მიმართული.
შესაბამისად, აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი რადიკალური გზა შიდსის ყოვლისმომცველი პროფილაქტიკა რჩება. ყოფილ საბჭოთა კავშირში შიდსის პროფილაქტიკა ეფუძნებოდა მკაცრ ეპიდზედამხედველობას და იძულებით, გარკვეულწილად დისკრიმინაციული ღონისძიებების გატარებას, მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლის ასეთი მეთოდი დროებით იძლევა გარკვეულ შედეგს, საბოლოო ჯამში კი მაინც არაეფექტიანია.
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებზე გადასვლასთან ერთად შეიცვალა შიდსთან ბრძოლის კონცეფციაც. საქართველო შეუერთდა რიგის 1993 წლის აპრილის დეკლარაციას შიდსთან ბრძოლის შესახებ. 1995 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს იძულების ღონისძიებების მინიმუმამდე შემცირებას და უზრუნველყოფს აივ ინფიცირებულ პირთა სამართლებრივ და სოციალურ დაცვას.
ამჟამად, შიდსის ყოვლისმომცველი პროფილაქტიკა დაფუძნებულია ნდობაზე, მოსახლეობასთან ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე და ფართო სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობაზე, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაზე, სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებაზე და უსაფრთხო სისხლის პრინციპების დაცვაზე.
სამედიცინო mანიპულაციების უსაფრთხოება, დონორთა სისხლისა და/ან ორგანოების ტესტირება, სტერილიზაცია დეზინფექციის პრინციპების დაცვა.
მას მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის გადაცემასთან დაკავშირებული სარისკო ქცევები. შიდსის ვირუსით დაინფიცირების სარისკო ქცევების მქონე ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებიან: ნარკომანები, მეძავები, ჰომოსექსუალები, ხშირი დაუცველი სქესობრივი კონტაქტების მქონე პირები.
შიდსით ინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია აივ ინფიცირებული ორსულის ნაყოფისთვის. საქართველოში, ისევე, როგორც აღმოსავეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, შიდსის გავრცელების ყველაზე უფრო სერიოზული რისკ ფაქტორი ნარკომანიაა. სამწუხაროდ, ნარკომანთა უმრავლესობა ნარკოტიკებს ინტრავენურად მოიხმარს არასტერილური შპრიცით. ხშირია ერთი შპრიცის ჯგუფური გამოყენების შემთხვევებიც, ე.წ. "მეგობრობის შპრიცი", რაც შიდსის, B და C ჰეპატიტების სწრაფი გავრცელების რეალური ხელშემწყობი ფაქტორია.
ნარკოტიკების ინექციურ მოხმარებასთან დაკავშირებული ვირუსული დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკის მრავალი მეთოდი არსებობს. ნარკომანებში აივ ინფექცია/შიდსით, B და C ჰეპატიტებით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ნარკოტიკების მომხმარებელმა ყოველთვის გამოიყენოს ერთჯერადი სტერილური შპრიცი. მიუხედაвად იმისა, რომ დღეისათვის ერთჯერადი სტერილური შპრიცის შოვნა პრობლემას არ წარმოადგენს, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობა მაინც მოიხმარს სხვის შპრიცს აბსტინენციის სინდრომის ("ლომკა") ან პარტნიორის ჯანმრთელობაში ბრма ნდობის გამო.
სქესობრივი კონტაქტით დაინფიცირების შანსი საკმაოდ მაღალია და ამ გზით დაინფიცირებული პირების რაოდენობა საქართველოში პირველ ადგილზეა ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებელთა შემდეგ. აივ ინფექცია/შიდსი შეიძლება გადაეცეს ნებისმიერი სახის დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს (ვაგინალური, ანალური, ორალური).
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის შიდსის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია: ოჯახური სიწმინდის ან ერთი ჯანმართელი სქესობრივი პარტნიორის მიმართ ერთგულების დაცვა, ასევე შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს პრეზერვატივით სარგებლობა.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება არასათანადოდ გასტერილებული სამედიცინო ან კოსმეტიკური ინსტრუმენტით ჩატარებული მანიპულაციის დროს დაინფიცირების შესაძლებლობას, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალინ მცირეა. დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ინფექციებზე შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის დროსაც. თუმცა დღეისათვის ყველა დონორის სისხლის გამოკვლევა სავალდებულოა 4 ინფექციაზე (აივ ინფექცია/შიდსი, B და C ჰეპატიტები და სიფილისი).
სამედიცინო პერსონალი ასევე შეგვიძლია მივაკუთვნოთ აივ ინფექციის რისკის ჯგუფს. პროფესიული საქმიანობისას დაზიანების შემთხვევაში, თუ ეჭვი გვაქვს, რომ იარაღი დაბინძურებული იყო აივ ინფიცირებული ადამიანის სისხლით, სასურველია დაუყოვნებლიв, არაუმეტეს 72 საათისა, მივმართოთ შიდსის ცენტრს, სადაც ჩატარდება პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობა.
ცენტრის თანამშრომელბი მსურველებს უტარებენ უფასო ნებაყოფლობით კონფიდენციალურ კონსულტირებას და ტესტირებას აივ ინფექცია/შიდსის შესახებ. ცენტრში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერი მსურველი მიიღებს კვალიფიციურ ინფორმაციას, ხდება აივ ინფიცირებულ პირთა უფასო გამოკვლევა და მკურნალობა.
კაცობრიობის დიდ ნაწილს დღესაც არა აქვს სწორი წარმოდგენა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ. არასაკმარისი ცოდნის გამო ადგილი აქვს დაავადებულთა სტიგმას და დისკრიმინაციას, ინფიცირებულთა უფლებების დარღვევას, რის გამოც ბევრი მალავს თავის სტატუსს. იმისათვის რომ აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკა ეფექტურად განხორციელდეს, საჭიროა ყველა გავერთიანდეთ ამ დაავადების წინააღმდეგ, რათა გაერთიანებული ძალებით შევძლოთ მისი დამარცხება.